ფეხბურთი

17:15 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე: “რეალის” დამარცხება შეგვიძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მარიო გიოტცე დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მადრიდის “რეალის” დამარცხების ძალა შესწევს.

მადრიდის “რეალმა” 2-ჯერ მოიგო ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავ ფორმაში ვართ და გვწამს, რომ მადრიდელების დამარცხება შეგვიძლია.

მიმდინარე სეზონში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კონტრშეტევებს. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი დეტალია და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ”, - განაცხადა გიოტცემ.

“დორტმუნდისა” და “რეალის” დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114644