ფეხბურთი

19:10 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” შემადგენლობა “ბურსასფორთან” მატჩის წინ

“საბურთალოს” უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი მატჩი ელის. 27 სექტემბერს, რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები თურქეთის 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონ “ბურსასფორს” სტუმრად ეთამაშებიან, 18 ოქტომბერს კი საპასუხო შეხვედრა თბილისში “დავით პეტრიაშვილზე” გაიმართება.

უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე არაუმეტეს 1999 წელს დაბადებულებს შეუძლიათ თამაში და თითოეულ გუნდს აქვს უფლება, სამატჩო განაცხადში 1998 წელს დაბადებული სამი ფეხბურთელი ჰყავდეს.

“საბურთალოს” საიტის ცნობით, სათურქეთო შემადგენლობა ასეთია:

თორნიკე მეგრელიშვილი, გოგა ნასყიდაშვილი; ნიკოლოზ მალი, ცოტნე კაპანაძე, თომა ხუბაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ანდრია ფურცელაძე, ჯემალი-გიორგი ჯინჯოლავა, ლუკა ლაკვეხელიანი; ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი კოხრეიძე, ზურაბ მათოზაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ნიკა ტოკლიკიშვილი, ირაკლი ჯავახიშვილი, შოთიკო ნონიკაშვილი, გიორგი ივანიაძე, ვახტანგ კოპლატაძე, რევაზ სალუქვაძე, სანდრო ჭანტურიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133248