ფეხბურთი

15:18 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე შედეგიანი დიბალაა

2017-2018 წლები სეზონი თვეზე მეტია დაიწყო და წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშეებმა თავის გამოჩენა უკვე მოახერხეს. ამ დროისთვის, გოლების სიუხვის მხრივ ყველაზე შედეგიანი ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალაა, რომელმაც 58-წლიანი რეკორდიც კი დაამხო. 24 წლის ფეხბურთელმა კალჩოს საწყის ექვს ტურში 10 გოლის გატანა მოახერხა.

აქვე გთავაზობთ წამყვანი ჩემპიონატის ბომბარდირებს:

იტალია. პაულო დიბალა – 6 თამაში – 10 გოლი - საშუალოდ 1,6.

საფრანგეთი. რადამელ ფალკაო – 7 თამაში – 11 გოლი – საშუალოდ 1,57.

ესპანეთი. ლიონელ მესი – 6 თამაში – 9 გოლი – საშუალოდ 1,5.

გერმანია. პიერ ემერიკ ობემეიანგი – 6 თამაში – 8 გოლი – საშუალოდ 1,3.

ინგლისი. ალვარო მორატა – 6 თამაში – 6 გოლი – საშუალოდ 1.

ინგლისი. რომელუ ლუკაკუ– 6 თამაში – 6 გოლი – საშუალოდ 1.

ინგლისი. სერხიო აგუერო – 6 თამაში – 6 გოლი – საშუალოდ 1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119059