ფეხბურთი

23:44 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი ლაშას გოლი: "ქართული კლასიკო" 1:1 დასრულდა  

ტურისა და მესამე წრის ცენტრალური მატჩი ფრედ დასრულდა. ქუთაისის "ტორპედო" 94-ე წუთამდე აგებდა თბილისის "დინამოსთან" და ლაშა კუჭუხიძის მიერ გატანილი თავურით გადაარჩინა ქულა - 1:1. შესაბამისად, გუნდებს შორის სხვაობა ისევ ექვსი ქულაა და საერთოდაც, ცხრილიდან გამომდინარე, ფრე აშკარად დინამოელებს აძლევდა ხელს, თუმცა როცა ბოლო წამებზე უშვებ გოლს...

"დინამოდან" გოლი კვლავ ლაშა თოთაძემ გაიტანა. მარცხენა მცველმა საჯარიმო მშვენივრად შეასრულა, ძალაზე დაარტყა. ეს 62-ე წუთზე მოხდა.

საინტერესოა, რომ "დინამოს" სწორედ ამ მატჩისთვის დაუბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. დიდი ძალაა გუნდისთვის და ეს დღესაც გამოჩნდა: ამდენი ხნის უთამაშებლის კვალობაზე, მაინც კარგი მატჩი ჩაატარა.

გამოსარჩევი მომენტები არცთუ ბევრი იყო. მაგალითად, საწყის წუთებში ნუკრი რევიშვილმა რთული ბურთი აუღო გრიგოლ დოლიძეს, კიდევ, გიორგი კუხიანიძის დარტყმული იყო ოდნავ არაზუსტი. დინამოელთაგან ბექა მიქელთაძეს შეეძლო კარგი კომბინაციის გოლით დასრულება და მიზანმა უმტყუნა.

ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის კვლავაც 6 ქულაა სხვაობა. ეს ჯერ ჩემპიონობას არ ნიშნავს, მაგრამ მაინც საკმაო ჰანდიკაპია.

ეროვნული ლიგა. 27-ე ტური

ქუთაისი. რამაზ შენგელია

ტორპედო (ქუთაისი) - დინამო (თბილისი) 1:1 (0:0)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე, გიგაური (ფალავანდიშვილი 66), კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 76), ტუღუში (ბერიაშვილი 66), კუტალია, დოლიძე, კუჭუხიძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო: რევიშვილი, კუცია (მიშენკო 46), სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ქარდავა, ზარია, კიტეიშვილი (ქოჩლაძე 90+4), გეგეჭკორი, შულაია, მიქელთაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 თოთაძე (62), 1:1 კუჭუხიძე (90+4)

გაფრთხილება: ქიმაძე, ბერიაშვილი - კუცია, მიშენკო, თოთაძე

მსაჯი: მაჭარაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162851