ფეხბურთი

13:17 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაველ ნედვედმა კარიერა განაახლა...

ლეგენდარულმა ჩეხმა ფეხბურთელმა პაველ ნედვედმა საფეხბურთო კარიერა განაახლა. რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება პროფესიონალურ კონტრაქტს, მაგრამ მაინც აღსანიშნავი თემაა.

საქმე ისაა, რომ ნედვედმა სიმბოლური ხელშეკრულება გააფორმა მშობლიურ გუნდ “სკალნასთან”, რომლის ღირსებასაც ჩეხი პატარა ასაკში, 5-დან 13 წლამდე იცავდა.

როგორც ჩეხური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ნედვედთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, იგი ერთ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

აქვე გეტყვით, რომ პაველ ნედვედმა აქტიური საფეხბურთო კარიერა 2009 წლის 31 მაისს დაასრულა. ამჟამად 2003 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ტურინის “იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტია.

Loading...
0.158456