ფეხბურთი

10:32 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარე: სამი ფინალისტი ცნობილია

ფიფამ სამი მეკარე დაასახელა, რომელიც 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარის პრიზისთვის იბრძოლებს.

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი უწყების ვერსიით საუკეთესო კიპერის ნომინაციაზე წარდგენილნი არიან: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია) და კეილორ ნავასი (“რეალი”, კოსტა რიკა).

გამარჯვებული საბოლოოდ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნების, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების ხმებით გამოვლინდება. საბოლოო შედეგები კი, 23 ოქტომბერს, ფიფას გალა დაჯილდოვებაზე გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131368