ფეხბურთი

18:24 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე უმცროსები ევროპაში

Cies Football Observatory-მ ევროპის ყველაზე ახალგაზრდული გუნდების ასეული გამოაქვეყნა. ოღონდ, მონაცემები აღებულია ევროპის 31 საუკეთესო ქვეყნის გუნდებიდან და მათ შორის საქართველო არაა.

ყველაზე ახალგაზრდული გუნდი უკრაინის “სტალს” ჰყოლია. საშუალო ასაკია 21,67 წელი. მეორეზეა ჰოლანდიური “ბრედა” (21,96), ხოლო მესამეზე – ხორვატიის “ლოკომოტივა ზაგრები” – 22,37.

ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ყველაზე ახალგაზრდულ გუნდებს რაც შეეხება: ესპანეთში ასეთი “ვალენსიაა” (25,06), გერმანიაში “ლაიპციგი” (23,37), საფრანგეთში “ლილი” (22,88), იტალიაში “მილანი” (24,80), ხოლო ინგლისის პრემიერლიგის გუნდები ტოპ-ასეულში ვერ მოხვდნენ.

0.127023