ფეხბურთი

22:11 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძის ორი საგოლე პასი რუსეთის თასზე (+VIDEO)

რუსეთის თასის 1/16 ფინალში “სპარტაკმა” კრასნოდარის “ყუბანი” ქვინსი პრომესის დუბლით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. საინტერესოა, რომ ჰოლანდიელმა შემტევმა ორივე გოლი ჯანო ანანიძის გადაცემებით გაიტანა.

45-ე წუთზე ჯანომ საჯარიმოში მყოფი პრომესი შეამჩნია და გადაცემა არ დაუგვიანა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში საკუთარი ნახევრიდან თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ მოხდენილი პასით დატოვა. ანანიძემ, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ითამაშა, მოედანზე 90 წუთი გაატარა.

სამაგიეროდ, თასის გათამაშებას გამოეთიშა “კრასნოდარი”, რომელიც ტომსკში, “ტომთან” მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. თორნიკე ოქრიაშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

0.130459