ფეხბურთი

12:23 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” და ბენზემა კონტრაქტს გაახანგრძლივებენ

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა კლუბთან ახალ კონტრაქტს დღეს გააფორმებს. “სამეფო კლუბსა” და ფრანგ ფეხბურთელს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და 29 წლის მოთამაშე დღეს “რეალის” ოფისს ეწვევა.

მას მადრიდელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებდა, ახალი კონტრაქტის თანახმად კი, ბენზემა კლუბში 2021 წლამდე დარჩება. “რეალი” ფორვარდს ხელფასის სახით 7,5 მილიონ ევროს გადაუხდის და შეთანხმება გადასახადების გამოქვითვას ითვალისწინებს.

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდგომ, სხვა კლუბებს ფრანგი ფეხბურთელის გამოსყიდვა, არც მეტი არც ნაკლები, 1 მილიარდ ევროდ შეეძლებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111437