ფეხბურთი

1:40 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: აგუეროს ბენეფისი და მრისხანე “სიტი”

შესანიშნავ ფორმაშია “მანჩესტერ სიტი”. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა გასული 7 დღის განმალობაში მესამე შეხვედრა გამართეს და მეტოქეები საშინელ დღეში ჩააგდეს. შაბათს “ლივერპულთან” მოგებული 5:0-ის შემდეგ, “ქალაქელებმა” ჩემპიონთა ლიგის საგარეო მატჩში “ფეიენოორდს” ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო პრემიერლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში “უოტფორდი” კიდევ უფრო საშინელ დღეში ჩააგდეს.

“ვიკარეიჯ როუდზე” მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და იქ შეკრებილი პუბლიკისთვის საუბედუროდ, ეს მასპინძელი გუნდი არ ყოფილა. “სიტი” რამხელა უპირატესობასაც ფლობდა, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში მშვენივრად ასახავს. ბენეფისი მოიწყო სერხიო აგუერომ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ერთი გოლი გაბრიელ ჟეზუსს გაატანინა. თავის გამოჩენა მოახერხეს ნიკოლას ოტამენდიმ და რაჰიმ სტერლინგმა. ამ უკანასკნელმა 89-ე წუთზე მის მიერ გამომუშავებული პენალტი აქცია გოლად – 0:6.

მორიგი ქულები დაკარგა “ტოტენჰემმა”. ლონდონური კლუბი გასვლაზე მშვენივრად გამოიყურება და ორივე მატჩი იოლად მოიგო, მაგრამ სამ საშინაო მატჩში მხოლოდ მეორე ქულა აიღო. როგორც იცით, “დეზები” ახალ სტადიონს აშენებენ და მის გახსნამდე “უემბლიზე” თამაშობენ, რომელსაც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი აშკარად ვერ გაუშინაურდა. ლონდონლები “სუონსის” დაუპირისპირდნენ და 90 წუთის განმალობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, ძალიან ბევრი მომენტიც შექმნეს – ლუკაშ ფაბიანსკიმ რვა სეივი ჩაიწერა აქტივში, ხოლო ჰარი კეინმა ხარიხას გაარტყა ბურთი, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს – 0:0.

“ტოტენჰემს” მიბაძა “ლივერპულმაც”. “ბარნლისთან” საშინაო მატჩში მერსისაიდული კლუბი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამის ტაბლოზე ასახვა ვერ შეძლო და 2 ქულა დაკარგა. მასპინძლები 27-ე წუთზე სულაც მდევრების როლში აღმოჩნდნენ, სალაჰმა სამ წუთში კი აღადგინა წონასწორობა, მაგრამ უამრავი მომენტის მიუხედავად, მეორე ბურთის გატანა ვერ შეძლეს – 1:1.

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო “ნიუკასლმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “სტოკის” დამარცხება მოახერხა. მასპინძლებმა ტაიმი კრისტიან ატსუს გოლით მოიგეს. 57-ე წუთზე წონასწორობა ხერდან შაქირიმ აღადგინა, ხოლო 68-ე წუთზე ლასკელესმა თავური დარტყმით შეაგდო და საკუთარ გუნდს ზედიზედ მეორე თამაში მოაგებინა – 2:1.

მწვრთნელის გამოცვლამაც არ უშველა “კრისტალ პალასს”. როგორც იცით, საწყის ოთხ ტურში განცდილი ამდენივე უგოლო მარცხი ფრანკ დე ბურს არ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს, რომელიც როი ჰოჯსონმა ჩაანაცვლა. გამოცდილ სპეცილისტსაც ცუდი დებიუტი გამოუვიდა და მისი ახალი გუნდი “საუთჰემპტონთან” გამართულ საშინაო მატჩში დამარცხდა. ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე დევისმა გაიტანა – 0:1.

“ჰადერსფილდმა” “ლესტერს” უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო “ვესტ ბრომვიჩის” და “ვესტ ჰემის”დაპირისპირებაში გოლი არ გასულა. ეს შეხვედრა იმით იყო გამოსარჩევი, რომ მასპინძელთა ფეხბურთელმა გარეტ ბერიმ პრემიერლიგაში 632-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით რაიან გიგზს გაუთანაბრდა. ერთი მატჩიც და ვეტერანი ინგლისელი რეკორდს მოხსნის.

კრისტალ პალასი – საუთჰემპტონი 0:1 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-3-3): ჰენესი, დანი, ფოსუ-მენსა, უარდი, შლუპი, კაბაიე, პანჩონი, მაკარტური (მილივოიევიჩი 69), ლოფტუს-ჩიკი (საკო 78), თაუნსენდი, ბენტეკე.
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ჰოედტი, იოშიდა, სოარეში, ბერტრანი, რომეუ, ლემინა, ს.დევისი, ტადიჩი (ვან დეიკი 87), რედმონდი (უარდ-პროუსი 85), ლონგი (გაბიადინი 92).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლი: ს.დევისი (6)
გაფრთხილებები: კაბაიე, პანჩონი, უარდი, მაკარტური, დანი – ლონგი
მსაჯი: რობერტ მედლი

ჰადერსფილდი – ლესტერი 1:1 (0:0)

ჰადერსფილდი, “ჯონ სმიტ სთედიუმი”

ჰადერსფილდი (4-2-3-1): ლოსლი, შინდლერი, ზანკა, ტ.სმიტი, ლოუ, დ.უილიამსი, მუი, ინსი, საბირი (ჰოგი 82), კაჩუნგა (ქუანერი 74), დეპოიტრე (ვან ლა პარა 92).
მწვრთნელი: დევიდ ვაგნერი

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, მორგანი, მაგუაირი, სიმპსონი, ჩილველი, ნდიდი, კინგი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი (დ.გრეი 65), იჰეანაჩო (ოკაზაკი 69), ვარდი (ოკაზაკი 82).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 დეპოიტრე (46), 1:1 ვარდი (50 პენ.)
გაფრთხილებები: შინდლერი – ოკაზაკი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ლივერპული – ბარნლი 1:1 (1:1)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, მატიპი, კლავანი, ალექსანდერ-არნოლდი, რობერტსონი, ჩანი, მილნერი, კოუტინიო (სოლანკე 80), ფირმინო (ჩემბერლენი 79), სალაჰი, სტარიჯი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბარნლი (4-4-1-1): პოპი, მი, ტარკოვსკი, ლოუტონი, უარდი, დეფური (ვესტვუდი 87), კორკი, ბრედი, გუდმონდსონი (ბარნესი 60), არფილდი, ვუდი (ვოკსი 87).
მწვრთნელი: შონ დიჩი

გოლები: 0:1 არფილდი (27), 1:1 სალაჰი (30)
გაფრთხილებები: ჩანი – პოპი, კორკი
მსაჯი: როჯერ ისტი

ნიუკასლი – სტოკი 2:1 (1:0)

ნიუკალი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, ლასკელესი, კლარკი, მბემბა, იედლინი, ჰეიდენი (შელვი 69), მერინიო, ა.პერესი (დიამე 86), რიტჩი, ატსუ, ხოსელუ (გაილი 78).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

სტოკი (3-4-2-1): ბატლანდი, ინდი, ზუმა, ვიმერი, ალენი (კრაუჩი 84), დ.ფლეტჩერი, პიტერსი, დიუფი, ჩუპო-მოტინგი, შაქირი, ხესე (სობი 62).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ატსუ (19), 1:1 შაქირი (57), 2:1 ლასკელესი (68)
გაფრთხილებები: ჰეიდენი, კლარკი, მერინიო – ვიმერი
მსაჯი: სტიუარტ არტველი

უოტფორდი – მანჩესტერ სიტი 0:6 (0:3)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, კაბასელე, მარიაპა, ჯანმაატი, ჰოლებასი, დაკური, ჩალობა (კაპუ 70), კლევერლი (პერეირა 64), რიჩარლისონი, კარილიო, ა.გრეი (დინი 74).
მწვრთნელი: მარკო და სილვა

მანჩესტერ სიტი (4-1-3-2): ედერსონი, ოტამენდი, სტოუნზი, უოლკერი, მენდი, ფერნანდინიო, დ.სილვა (სანე 78), დე ბრუინი (გიუნდოგანი 66), სტერლინგი, ჟეზუსი (ბ.სილვა 65), აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1, 0:2, 0:5 აგუერო (27; 31; 81), 0:3 ჟეზუსი (38), 0:4 ოტამენდი (63), 0:6 სტერლინგი (89 პენ.)
გაფრთხილებები: ჰოლებასი, დაკური
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ვესტ ბრომვიჩი – ვესტ ჰემი 0:0

ვესტ ბრომვიჩი, ”ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ჰეგაზი, ევანსი, დოუსონი, გიბსი (ნიომი 85), ბერი, კრიხოვიაკი, მორისონი, ბრანტი (რობსონ-კანუ 72), ფილიპსი (მაკკლინი 76), ჯ.როდრიგესი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ვესტ ჰემი (3-4-3): ჰარტი, კოლინსი (არნაუტოვიჩი 58), რიდი, ფონტე, ობიანგი, კუაიტე, კრესველი, ზაბალეტა, ჩიჩარიტო (ა.აიუ 76), ანტონიო, ე.კეროლი (სახო 82).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გაფრთხილებები: ფოსტერი, მაკკლინი – ზაბალეტა, Aნტონიო
მსაჯი: პოლ ტერნი

ტოტენჰემი – სუონსი 0:0

ლონდონი, “უემბლი”

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, დ.სანჩესი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სისოკო (ორიე 63), დაიერი, სონი (ლორენტე 74), ტრიპიერი, ერიკსენი, ალი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

სუონსი (3-5-2): ფაბიანსი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, ვან დერ ჰოორნი (რუტლიჯი 85), რ.სანჩესი (ფერი 58), ტ.კეროლი, კლუკასი, ოლსონი, ნოუტონი, ჯ.აიუ, აბრაჰამი (ბონი 72).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გაფრთხილებები: ალდერვეირელდი – ვან დერ ჰოორნი, ტ.კეროლი, რუტლიჯი
მსაჯი: მაიკლ დინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116712