ფეხბურთი

21:57 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო და 200 გოლი

“მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა სერხიო აგუერომ ტოპ 5 ჩემპიონატებში საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა. აღნიშნულ ნიშნულს არგენტინელმა ფეხბურთელმა “უოტფორდისა” და “სიტის” შეხვედრაში (0:6) უწია.

აგუერომ მარკო სილვას გუნდთან ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო მე-200 გოლი მან 31-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ანგარიში 2:0 გახდა.

29 წლის შემტევის ანგარიშზე ახლა ჯამში 201 გოლია. აქედან 127 პრემიერლიგაზე მოდის, ხოლო დანარჩენი 74 ლა ლიგაში “ატლეტიკოს” მაისურით აქვს გატანალი. კუნს ხსენებული გოლების გასატანად 361 მატჩი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ აგუერო გახდა ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არაევროპელ ფეხბურთელებს შორის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11729