ფეხბურთი

15:55 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ გონსალო იგუაინის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი დისკვალიფიკაციას გადაურჩა. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელს, რომელმაც “კამპ ნოუზე” კოშმარული ღამე “ბარსელონას” ქომაგებისადმი უხამსი ჟესტით დაასრულა, სანქცია არ დაეკისრება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში “იუვენტუსი” ბარსელონაში 0:3 დამარცხდა. იგუაინი მასიმილიანო ალეგრიმ 87-ე წუთზე შეცვალა და “ბარსას” გულშემატკივრებმა იგი სტევნით გააცილეს მოდნიდან, ფეხბურთელმა კი ამის პასუხად მათ შუა თითი უჩვენა. ამ საქციელის გამო არგენტინელს დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა უეფამ ამ ფაქტზე სადისციპლინო საქმე არ აღძრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117134