ფეხბურთი

19:02 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილის ფაქტორი – თბილისის “დინამო” თასის ნახევარფინალში გავიდა

თბილისის “დინამო” საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. ძალიან გაუჭირდა კახა კაჭარავას გუნდს. რუსთავში “ფოლადზე” მასპინძლებთან რთული თამაში ჰქონდა. ძირითადი და დამატებითი დროც უგოლოდ დასრულდა (0:0).

პენალტების სერიაში კი დინამოელებმა სამი გაიტანეს, ნუკრი რევიშვილმა კი სამივე დარტყმა მოიგერია და 3:0. დანარჩენ ორ-ორ დარტყმამდე საქმე აღარ მისულა... რევიშვილმა მაინც გამოაჩინა თავისი კლასი.

ძალიან დასუსტდა “დინამოს” შემადგენლობა. რუსთაველებს კი მართლაც კარგი გუნდი ჰყავთ და იბრძვიან კიდეც ეროვნული ლიგა1-ის საგზურისთვის.

დღესვე, საჩხერის “ჩიხურამ” 3:0 მოუგო გორის “დილას”. გუშინ მეოთხედფინალის ორი მატჩი გაიმართა. მესამელიგელმა ხონის “იმერეთმა” თბილისის “ნორჩი დინამო” დაამარცხა (2:2, პენ – 4:2), ხოლო ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “შევარდენს” აჯობა – 2:1.

“დინამო” და სამი იმერული კლუბი – ესენი იბრძოლებენ თასისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.237206