ფეხბურთი

18:07 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა

საჩხერის “ჩიხურამ” საქართველოს თასის მეოთხედფინალში 3:0 სძლია გორის “დილას” და ნახევარფინალში გავიდა. დუბლი შეასრულა დიმიტრი ტატანაშვილმა, ერთი გოლიც მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა.

საინტერესოა, რომ 56-ე წუთზე, როცა 2:0 იყო, “დილას” შემტევმა თენგო წიქარიძემ პენალტი ვერ გამოიყენა. ამასთან, პენალტის ეპიზოდში საჩხერელთა მეკარე დინო ჰამზიჩი გააძევეს.

ჩიხურა – დილა 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (38), 2:0 სარდალიშვილი (43), 3:0 ტატანაშვილი (74)

გუშინ მეოთხედფინალის ორი მატჩი გაიმართა. მესამელიგელმა ხონის “იმერეთმა” თბილისის “ნორჩი დინამო” დაამარცხა (2:2, პენ – 4:2), ხოლო ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “შევარდენს” აჯობა – 2:1.

ამ წუთებში მიმდინარეობს მეოთხედფინალის კიდევ ერთი მატჩი: “რუსთავი” მასპინძლობს თბილისის “დინამოს”. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და ამჟამად დამატებითი დროა.

0.14753