ფეხბურთი

15:36 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია ვარშავის “ლეგიას” მწვრთნელად?

ვარშავის “ლეგია” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. იაცეკ მაგიერა ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს, ხოლო მის სავარაუდო შემცვლელთა შორის თემურ ქეცბაიაც დაასახელეს. მეტიც, პოლონური “სპორტი” წერს, რომ 49 წლის ქართველი ყველაზე რეალური კანდიდატია.

სხვათა შორის, “ლეგიას” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მწვრთნელი უკვე შერჩეული ჰყავთ და დღესვე გამოაცხადებენ მის ვინაობას.

შეგახსენებთ, ქეცბაია ბოლოს რუსეთის პირველდივიზიონელი “ორენბურგის” თავკაცი გახლდათ, სადაც ორი თვე იმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111774