ფეხბურთი

12:23 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, დღე II: “ლივერპული” ბრუნდება, ხოჭოლავას “ნაპოლისთან” ელიან

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 16 გუნდი დღეს ჩაერთვება საქმეში. განსაკუთრებულ ინტერესს ორი თამაში იწვევეს: “ტოტენჰემი” – “დორტმუნდი” და “ლივერპული” – “სევილია”.

ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად თამაშობენ ბოლო წლებში და ბუნებრივია, წელს ხასიათის გამოკეთება სურთ. თუმცა, “მამლების” ამოცანა რთულია, რადგან ძლიერ ჯგუფში მოხვდნენ და მერვედფინალში გასასვლელად ფიცხელი ბრძოლის გატანა მოუწევთ. “ტოტენჰემი” “დორტმუნდთან” შეხვედრას დანაკლისით ხვდება. ვანიამა, როუზი და დელე ალი თამაშს ვერ მოახერხებენ. ეს კი, ინგლისელთათავის სერიოზული დანაკლისია. თავის მხრივ, “დორტმუნდი” თითქმის საბრძოლო შემადგენლობით და რაც მთავარია, კარგი ფორმით ჩავიდა ლონდონში.

ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2015-2016 წლების სეზონში, ევროპა ლიგაზე შეხვდნენ. “ბორუსიამ” ორი მატჩის ჯამში ადვილად მოიგო – 5:1.

ამავე ჯგუფში მადრიდის “რეალია” – მოქმედი ჩემპიონი ზედიზედ მესამე ტიტულისკენ სვლას “სანტიაგო ბერნაბეუდან” დაიწყებს. “სამეფო კლუბს” კვიპროსის ჩემპიონი “აპოელი” სტუმრობს. ზინედინ ზიდანს ლა ლიგის ბოლო ტურში ქარიმ ბენზემა დაუშავდა და ფონს გასვლა მის გარეშე მოუწევს. სხვა მხრივ, “რეალის” შემადგენობა იდეალურია. თუმცა, მადრიდული გუნდი არცთუ კარგ ფორმაშია – საქმე ისაა, რომ ლა ლიგის ბოლო ორ ტურში “რეალმა” ვერ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბრუნდება კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელს დისკვალიფიკაცია აქვს, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაზე არ ვრცელდება.

“რეალი” და “აპოელი” აქამდე ორჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ესპანელები უპირატესობას ფლობენ: 2 გამარჯვება და 8:2-თან ბურთების შეფარდება.

E ჯგუფში “ლივერპული” – “სევილიას” მატჩი დიდ ინტერესს იწვევს. ინგლისური გრანდი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირს 2014-2015 წლების სეზონის შემდგე უბრუნდება და ბუნებრივია, რომ “ენფილდ როუდზე” ხალისიანი დაბრუნება სურს. ეს არ იქნება ადვილი, რადგან “სევილია” ბოლო წლებში ევროპაში კონკურენტუნარიანი გუნდია.

“ლივერპულმა” თითქოს სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ 4 დღის წინ მიწაზე დაანარცხეს – “სიტისთან” იურგენ კლოპის ბიჭები 0:5 განადგურდნენ და ბუნებრივია, ახლა რეაბილტირება აუცილებლად სჭირდებათ. “სევილიას” კი წარმატებული სტარტი აქვს ლა ლიგაში: 3 მატჩში 7 ქულა. დღეს “ლივერპულს” ადამ ლალანა, ხოლო სტუმრებს იოჰანეს გეისი და ნილიტო ვერ დაეხმარებიან.

2015-2016 წლების სეზონში, “ლივერპული” და “სევილია” ერთმანეთს ევროპა ლიგის ფინალში გადაეყარნენ. მაშინ ანდალუზიელებმა 3:1 გაიმარჯვეს. მოკლედ, ინგლისელებს დღეს საქმე სარევანშოდაც აქვთ.

ამავე ჯგუფში სლოვენიური “მარიბორი” მოსკოვის “სპარტაკს” დაუხვდება. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ბუნებრივია ჯანო ანანიძის საკითხია. სამწუხაროდ, ქართველი ტრავმირებულია და სლოვენიაში გუნდს საერთოდ არ გაჰყოლია.

15-წლიანი განშორების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება როტერდამის “ფეიენოორდი”. ჰოლანდიის ჩემპიონს სერიოზული გამოცდა აქვს ჩასაბარებელი – “მანჩესტერ სიტის” დაუხვდება “დე კუიპზე”. თავის მხრივ, “სიტი” დიდებულ განწყობაზეა: “ლივერპულის” 5:0 გაცამტვერების შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდმა, შესაძლოა, საკუთარი თავის საბოლოოდ ირწმუნოს. ესპანელი სპეციალისტი ჰოლანდიაში სრული შემადგენლობითაა ჩასული და ფავორიტადაც მიიჩნევა. “ფეიენოორდი” და “სიტი” დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ხარკოვში შედგება. “შახტარი” იტალიურ “ნაპოლის” დაუხვდება. ორივე გუნდი დიდებულ ფორმაშია – სეზონის სტარტზე ერთიც და მეორეც უდანაკარგოდ თამაშობს და წესით საინტერესო, დაძაბული შეხვედრის მომსწრენი უნდა გავხდეთ. “ნაპოლი” უკრაინაში სერიოზული პრობლემების გარეშე ჩავიდა, ხოლო დონბასელებს მალიშევი და კრივცოვი ვერ დაემხარებათ. ამ უკანასკნელის ტრავმის გამო კი, დიდი შანსია, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ დავით ხოჭოლავა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს პაულუ ფონსეკა. აქვე გეტყვით, რომ “შახტარი” – “ნაპოლის” ურთიერთშეხვედრათა ისტორია დღეს დაიწყება.

და ბოლოს, G ჯგუფი: ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება გერმანიის ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგს”, რომელიც გასული სეზონის ნახევარფინალისტ “მონაკოს” უმასპინძლებს. სტუმრებმა სეზონი ჩინებულად დაიწყეს, მაგრამ ბოლო ტურში ფეხი დაუცდათ და “ნიცასთან” 0:4 განადგურდნენ. გერმანელებმა კი, ბუნდელსიგის ბოლო ორი თამაში დამაჯერებლად და კითხვის ნიშნების გარეშე მოიგეს.

რალფ ჰასენჰუტლი დღეს არავის მოისაკლისებს, ხოლო ლეონარდო ჟარდიმს ტომას ლემარის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. “ლაიფციგი” და “მონაკო” გასაკვირი არაა, რომ ერთმანეთს პირველად დღეს ხვდებიან.

პარალელურად კი, “ესტადიო დო დრაგაუზე” “პორტუ” თურქეთის ჩემპიონის, “ბეშიქთაშის” წინაშე წარსდგება. ორივე გუნდმა სეზონი წარმატებით დაიწყო და ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს. წარსულს რაც შეეხება: 4 თამაში და “პორტუს” დიდი უპირატესობა – 3 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება.

“ლივერპული” – “სევილია”

“ინფილდ როუდი”

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

“მარიბორი” – “სპარტაკი”

“სტადიონ ლიუდსკი”

მსაჯი: დენი აიტეკინი (გერმანია)

“შახტარი” – “ნაპოლი”

“მეტალისტ არენა”

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

“ფეიენოორდი” – “სიტი”

“დე კუიპი”

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

“პორტუ” – “ბეშიქთაში”

“დრაგაუ”

მსაჯი: ანტონი ტეილორი (ინგლისი)

“ლაიფციგი” – “მონაკო”

“რედ ბულ არენა”

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

“რეალი” – “აპოელი”

“სანტიაგო ბერნაბეუ”

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

“ტოტენჰემი” – “დორტმუნდი”

“უემბლი”

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ბენფიკა   0 - 2    ბაზელი

შემადგენლობა

მოვლენები

მანჩესტერი   2 - 1    ცსკა

შემადგენლობა

მოვლენები

სელტიკი   0 - 1    ანდერლეხტი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   3 - 1    პსჟ

შემადგენლობა

მოვლენები

ოლიმპიაკოსი   0 - 2    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   2 - 0    სპორტინგი

შემადგენლობა

მოვლენები

რომა   1 - 0    ყარაბაღი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   1 - 1    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

პორტუ   5 - 2    მონაკო

შემადგენლობა

მოვლენები

ლაიპციგი   1 - 2    ბეშიქთაში

შემადგენლობა

მოვლენები

ფეიენოორდი   2 - 1    ნაპოლი

შემადგენლობა

მოვლენები

შახტარი   2 - 1    სიტი

შემადგენლობა

მოვლენები

რეალი   3 - 2    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ტოტენჰემი   3 - 0    აპოელ

შემადგენლობა

მოვლენები

მარიბორი   1 - 1    სევილია

შემადგენლობა

მოვლენები

ლივერპული   7 - 0    სპარტაკი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.267958