ფეხბურთი

2:35 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ვილიარეალის” პირველი გამარჯვება და უდანაკარგო “სოსიედადი”

ლა ლიგის მესამე ტურის მესამე სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. “სოსიედადი” გასვლაზე “დეპორტივოს” დაუპირისპირდა, უხვგოლიან მატჩში იმარჯვა და კვლავ უდანაკარგო სვლას განაგრძობს.

ბასკები უკვე მე-4 წუთისთვის ხუანმის და ილარამენდის გოლებით ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა მასპინძლები არ დანებებულან და 50-ე წუთისთვის წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. “ჩური ურდინმა” 3 ქულის მოპოვება შეხვედრის ბოლოს გატანილი გოლებით მოახერხა: 83-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ლორენტემ კიდევ ერთხელ დააწინაურა სტუმრები, ხოლო 86-ე წუთზე ილარამენდიმ შესანიშნავი სოლორეიდი შედეგიანი დარტყმით დაასრულა და დუბლი გაიფორმა – 2:4. “სოსიედადს” 9 ქულა აქვს და ლა ლიგას “ბარსელონასთან” ერთად ლიდერობს.

“ბილბაო” შინ “ხირონას” დაუხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში 25-ე წუთზე იკერ მუნიაინმა გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა ვეტერანმა ფორვარდმა არიც ადურისმა გაზარდა – 2:0.

პირველი ქულები მოიპოვეს “სელტამ” და “ვილიარეალმა”. გალისიელებმა მაქსიმილიანო გომესის გოლით საკუთარ მოედანზე “ალავესს” სძლიეს, ხოლო “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” შინ “ბეტისის” დამარცხება მოახერხეს. “ვილიარეალისთვის” შეხვედრა ცუდად დაიწყო და მე-11 წუთზე სერხიო ლეონმა სტუმრები დააწინაურა. კარლოს ბაკამ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა, ხოლო მეორე ნახევარში სამუ კასტილიეხოს და ენეს უნალის გოლებით ვალენსიელებმა მეტოქის გატეხვა მოახერხეს და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

დეპორტივო – სოსიედადი 2:4 (1:2)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-4-2): ტიტონი, შარი, სიდნეი, ლუისინიო, ხუანფრანი, მოსკერა, გილერმე, კარტაბია (ვალვერდე 64), გამა (ლ.პერესი 49), ადრიანი, ანდონე (ბაკალი 71).
მწვრთნელი: პეპე მელი

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი (დ.ლორენტე 66), ელუსტონდო, ოდრიოზოლა, კ.როდრიგესი, ილარამენდი, პრიეტო, ზურუტუზა, იანუზაი (ველა 74), ხუანმი (კანალესი 54), ვილიან ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 0:1 ხუანმი (3), 0:2, 2:4 ილარამენდი (4; 86), 1:2 ადრიანი (27), 2:2 ანდონე (50), 2:3 დ.ლორენტე (83)
გაფრთხილებები: გილერმე – ხუანმი, კ.როდრიგესი, ოდრიოზოლა
მსაჯი: მუნუერა მონტერო

ბილბაო – ხირონა 2:0 (1:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი, ნუნესი, ლაპორტე, ლეკუე, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი (აკეჩე 77), რ.გარსია, მუნიაინი (საბინი 84), უილიამსი, ადურისი (იტურასპე 65).
მწვრთნელი: ხოსე ანხელ ზიგანდა

ხირონა (3-4-2-1): ირაისოსი, ესპინოსა, ალკალი, მუნიესა, გრანელი (ლუისი 71), პონსი, მაფეო (მოჯიკა 67), ადეი, პორტუ (კაიოდე 65), ბ.გარსია, სტუანი.
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

გოლები: 1:0 მუნიაინი (25), 2:0 ადურისი (53)
გაფრთხილებები: ბენიატი, რ.გარსია, სან ხოსე, ლაპორტე – ალკალი, გრანელი, ესპინოსა, ადეი, ლუისი, სტუანი
მსაჯი: ტრახილიო სუარესი

სელტა – ალავესი 1:0 (1:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი (ს.გომესი 74), კაბრალი, მალიო, ხონი, ლობოტკა, ვასი, ხოზაბედი (პ.ერნანდესი 81), სისტო (მორი 88), ასპასი, მ.გომესი.
მწვრთნელი: ხუან კარლოს უნსუე

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ელი, ალექსისი, ალფონსო, ვიგარაი, პინა, დ.ტორესი, რომერო, ე.ფერნანდესი (ელ ჰადადი 58), ბურგუი (იბაი 71), კრკიჩი (სობრინო 79).
მწვრთნელი: ლუის ზუბელდია

გოლი: მ.გომესი (34)
გაფრთხილებები: ხონი, ასპასი, ხოზაბედი, მ.გომესი – ვიგარაი, დ.ტორესი, ალექსისი, იბაი
მსაჯი: მელერო ლოპესი

ვილიარეალი – ბეტისი 3:1 (1:1)

ვილიარეალი, “ესტადიო დე ლა კერამიკა”

ვილიარეალი (4-4-2): ბარბოსა, რუისი, ალვარო, რუკავინა, კოსტა, რ.ერნანდესი (რ.სემედუ 87), ტრიგეროსი (ჩუკა 84), ფორნალსი, კასტილიეხო, ბაკამბუ, ბაკა (უნალი 69).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბეტისი (4-3-3): ადანი, ფედალი, ამატი, ბარაგანი, დურმისი, ხ.გარსია, ნარვეზი, კამარასა (გუარდადო 74), ტელო (ლეივა 78), ხოაკინი, ს.ლეონი (სანაბრია 58).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 0:1 ს.ლეონი (11), 1:1 ბაკა (32), 2:1 კასტილიეხო (61), 3:1 უნალი (77)
გაფრთხილებები: კოსტა, ალვარო, რუკავინა
მსაჯი: დავიდე მედიე ხიმენესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112463