ფეხბურთი

16:50 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "რეალი" ფეხბურთელში 222 მილიონს ევროს არ გადაიხდის"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ "სამეფო კლუბი" პსჟ-ს მსგავსად არ მოიქცევა და ფეხბურთელის სანაცვლოდ 222 მილიონ ევროს არ გაიღებს.

"რეალი" მოთამაშის შესაძენად 222 მილიონ ევროს არ დახარჯავს. პსჟ-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა და დაიმატა ნეიმარი. ბრაზილიელი შესანიშნავი ფეხბურთელია და ამაში ეჭვი არავის ეპარება." - განუცხადა Le Figaro-ს პერესმა.

"რეალის" ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კილიან მბაპეს გადაბირება კლუბს უნდოდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა.

"მბაპე? კონტაქტი იყო, მაგრამ კილიანმა პსჟ არჩია, რადგან პარიზში დაიბადა. არ ვიცი შეგვეძლო თუ არა ფრანგის დამატება, მაგრამ ამაზე ლაპარაკი გვიანია, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელი "პარი სენ ჟერმენშია"."

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115481