ფეხბურთი

18:58 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბალაკი: “ანჩელოტის შეუძლია, “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს”

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ერთ-ერთმა ლიდერმა მიხაელ ბალაკმა ჩემპიონთა ლიგაში “ბაიერნის” შანსები შეაფასა და თქვა, რომ “რეკორდმაისტერს” ლიგის მოგება შეუძლია.

“ანჩელოტი გერმანიაში საუკეთესო გუნდის მწვრთნელია. მას უკვე მრავალ სხვადასხვა გუნდში აქვს მოპოვებული გამარჯვებები და ზუსტად იცის, როგორ უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.

“ბაიერნი” ვარსკვლავების გუნდია, თუმცა, კლუბში ბევრი ახალგაზრდაა. განვლილი ისტორიიდან გამომდინარე,ანჩელოტიმ აჩვენა, რომ მას სხვადასხვა მოთამაშეებთან კარგად მუშაობაშეუძლია”, - უთხრა Goal.com-ს ბალაკმა.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის ვეტერანი “ბაიერნის” შემადგენლობაში 2002-2006 წლებში ირჯებოდა. “რეკორდმაისტერთან” ერთად ბალაკი 3-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი (2003, 2005, 2006 წლებში), იმავეწლებში მოიგო გერმანიის თასიც, ხოლო 2004-შიგახდა ლიგის თასის მფლობელი.

0.110706