კალათბურთი

0:50 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაუ გასოლი – ევრობასკეტის ყველა დროის საუკეთესო მექულე

ესპანეთის ნაკრების და “სან-ანტონიო სპურსის” მძიმე ფორვარდი პაუ გასოლი ევრობასკეტის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.

37 წლის კალათბურთელმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში უნგრეთს 20 ქულა ჩაუგდო და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. პაუს, რომელიც მეშვიდე ევრობასკეტზე იღებს მონაწილეობას, ჯამში 1111 ქულა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ტონი პარკერს გადაუსწრო, რომლის მონაგარიც 7 ქულით ნაკლებია.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო და ფლეი-ოფში უდანაკარგოდ გავიდა, სადაც “ლა როხა” მასპინძელ თურქეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112483