ფეხბურთი

16:11 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ადამსი: "რა მასწავლა ვენგერმა?"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა კაპიტანმა ტონი ადამსმა არსენ ვენგერი დაახასიათა. ადამსმა ექვსი სეზონის განმავლობაში, 30-დან 36 წლის ასაკამდე იმუშავა ფრანგ სპეციალისტთან და ორჯერ მოიგო პრემირლიგა.

"რა მასწავლა ვენგერმა? უპირველესად, ის კარგი ფიტნეს-მწვრთნელი და ასევე, კარგი ფსიქოლოგია. თამაშის წინ ფებურთელების დამუხტვაში მას ტოლი არ ჰყავდა. რაც შეეხება წმინდა სათამაშო ასპექტებს, მას ჩემთვის არაფერი არ უსწავლებია. არც ჩემთვის უსწავლებია, არც დიქსონისთვის, უინტრბერნისთვის თუ ბოულდისთვის".

0.116526