ფეხბურთი

14:52 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი და იგუაინი ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ

იტალიის სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩია. Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი “მილანში” 10 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს. აქედან რვას ხელფასის, ხოლო დანარჩენს ბონუსების სახით.

ბონუჩის გონსალო იგუაინი მოჰყვება – არგენტინელს “იუვენტუსი” სეზონში 7.5 მილიონ ევროს უხდის. პაულო დიბალა ამავე დროში 7 მილიონს გამოიმუშავებს, ხოლო დუგლას კოშტა და ჯანლუიჯი დონარუმა 6-6 მილიონს.

მწვრთნელებს შორის პირველ ადგილზე მასიმილიანო ალეგრია – 7 მილიონი ევრო, ხოლო კვალში ლუჩანო სპალეტი უდგას 4 მილიონით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11206