ფეხბურთი

17:16 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია – ჯერ ისევ ტრენაჟორები და ძუნძული

როდის ითამაშებს ლევან ყენია? ჯერჯერობით, რთულია ამის თქმა, რადგან ბურთით ვარჯიშიც კი არ დაუწყია.

რეაბილიტაციის პროცესს რაც შეეხება, ყენია საგურამოში, “ლოკომოტივის” ბაზაზე ტრენაჟორებზე ვარჯიშობს, ასევე, ძუნძულებს და ჯერჯერობით, მსუბუქად ემზადება. თამაშის დაწყებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია შორია და სავარაუდო დროს თავადაც ვერ გვეუბნება.

ლევანი ძალიან მონდომებულია, მაგრამ იმ ასაკში არაა, რომ ემოციებისგან დაფრინავდეს. ჯერ ბოლომდე უნდა გამოჯანმრთელდეს. სამწუხაროა, რომ ასეთი ტალანტი ტრავმებმა გააწვალა. აღარ მოვყვებით, თუ რამდენი გაუცდა “შალკეში” კოჭის გამო, მერე სხვადასხვა სახის ტრავმებიც მიჰყვა.

ბევრი ფეხბურთელი მის ადგილზე თავს დაანებებდა თამაშს, მაგრამ ითმენს და აუცილებლად დაუფასდება.

0.119322