ფეხბურთი

12:58 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "სანჩესის ჩანაცვლება ჩვენთვის რთული იქნებოდა"

არსენალის მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ალექსი სანჩესის ჩაშლილ ტრანსფერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩილელის შენარჩუნება იმიტომ სურდათ, რომ მისი შემცვლელის პოვნა ძალიან რთული იყო.

“ახლა მე “არსენალზე” ვარ ორიენტირებული. ყველა დეტალს ვერ გეტყვით, თუმცა ალექსის კალიბრის მოთამაშის გაყიდვა ადვილი არ არის. მისი შემცვლელის პოვნა რთულია.

ჩვენ ვერ შევძლებდით მის ჩანაცვლებას, ამიტომ შევეცადეთ ფეხბურთელი შეგვეარჩუნებინა. ალექსი დარჩება “მეთოფეებში” მიმდინარე სეზონს. ჩვენ კონტრაქტს შევთავაზებთ, მაგრამ თუ ის უარს განაცხადებს, სეზონის ბოლოს გუნდიდან უფასოდ წავა”, - თქვა ვენგერმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანჩესი ძალიან წუხს იმ ფაქტზე, რომ ლონდონელებმა მის გაყიდვაზე მანჩესტერ “სიტის” უარი უთხრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107165