ფეხბურთი

12:00 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანი სებალიოსი მოედნიდან საავადმყოფოში (+VIDEO)

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი დანი სებალიოსი ესპანეთისა და იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრის შემდეგ სავადმყოფოში აღმოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია დიაგნოზი, მაგრამ ესპანური მედიის ინფორმაციით, მას გასახდელში გულისრევა აღენიშნებოდა. ყველაფერი კი, ყელის ტრავმით დაიწყო. მატჩის 66-ე წუთზე სებალიოსის წინააღმდეგ ძალზე უხეშად იტალიელმა აჯეპონგმა ითამაშა, რა დროსაც ესპანელმა დაზიანება ყელის არეში მიიღო.

მან თამაში გააგრძელა და მოედანზე 85 წუთიც გაატარა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ საბოლოოდ, დანი სებალიოსი სასწრაფოდ ჰოსპიტალში გახდა გადასაყვანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106993