ფეხბურთი

1:02 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: "პოლონეთთან 3 ქულისთვის ვითამაშებთ"

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პოლონეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, გუნდში საბრძოლო განწყობაა და ევროპის 2019 წლის შესარჩევი ციკლის გამარჯვებით დაწყებას გეგმავენ.

“ვიწყებთ ახალ შესარჩევ ციკლს და საბრძოლო განწყობა გვაქვს – უკვე პირველივე შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. 27 აგვისტოდან გავდივართ შეკრებას და უშუალოდ ერთი ოფიციალური თამაშისთვის ვემზადებით. დაგეგმილი გვქონდა 5 სექტემბერს, სერბეთთან თამაში, მაგრამ მათ ბოლო მომენტში უარი თქვეს და არ ჩამოდიან. ნაცვლად სერბეთისა, სპარინგი გვექნება გორის “დილასთან”. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, რომ საქმეში ვნახოთ ახალგაზრდა ფეხბურთელები.

ამჟამად 24 ფეხბურთელია გუნდში, თუმცა სამწუხაროდ გიორგი ჩაკვეტაძის თამაში პოლონეთთან თითქმის გამორიცხულია. გარდა ამისა, გვაკლია გიორგი თევზაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ლუკა ზარანდიას ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. ამდენად, ამ შემთხვევაშიც ვერ ავცდით დანაკლისს. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, საბრძოლო განწყობაა. იმედიანად არიან ფეხბურთელი, სრულიად სტაფი – სრული შემართებით ვემზადებით”, - განაცხადა გეგუჩაძემ.

საქართველოსა და პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი 1 სექტემბერს, გორში გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111641