ფეხბურთი

22:05 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შიკი “რომას” ფეხბურთელია

გენუის “სამპდორიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი პატრიკ შიკი კარიერას “რომაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა. 21 წლის ფორვარდი “ჯალორისის” ღირსებას 2022 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. “სამპდორიამ” კი, ნიჭიერი ჩეხის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო მიიღო. შიკი “რომას” რიგებში 14 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“რომა” შესანიშნავი გუნდია. მნიშვნელოვანია, რომ თანაგუნდელებს მალე შევერწყა სათამაშო სისტემას მოვერგო. ვფიქრობ, იდეალური არჩევანი გავაკეთე”, - განაცხადა შიკმა.

პატრიკ შიკი “სამპდორიამ” ერთი წლის წინ “ბოჰემიანსიდან” შეიძინა. ჩეხმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში გენუელთა რიგებში 32 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ივნისში, შიკი “იუვენტუსთან” კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს იყო – სამედიცინო შემოწმება გაიარა, თუმცა ტურინელთა სამედიცინო შტაბის დასკვნით მას გულზე პრობლემები აღმოაჩნდა.

მაშინ, “იუვე” 30 მილიონს უხდიდა “სამპას” – გავიდა ორი თვე და ლიგურიელებმა 12 მილიონით მეტი მიიღეს...

0.113129