ფეხბურთი

23:00 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურა: "ესპანეთის დამარცხება დიდი შედეგი იქნება"

იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება. “სკუადრა აძურა” ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება და თუ მუნდიალზე გასვლა პლეი-ოფის გარეშე სურს, “ფურია როხა” აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

საქმე ისაა, რომ ახლა ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვთ, მაგრამ პირინელები ბურთების უკეთესი მაჩვენებლით იწონებენ თავს. შესაბამისად, იტალიას მხოლოდ გამარჯვება მართებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯამპიერო ვენტურამ ისაუბრა – იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

“ესპანეთში საბრძოლველად მივდივართ და ჯერჯერობით ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ მხოლოდ ერთი შედეგი გვაწყობს და ეს სტიმულს გვიმაღლებს. სიმართლე გითხრათ, ცოტა აღფრთოვანებული ვარ ამ თამაშით – იტალიას ესპანეთში 70 წელია არ მოუგია და შეგვიძლია ძალიან დიდ რამეს მივაღწიოთ”, - აღნიშნა ვენტურამ.

ესპანეთისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრა 2 სექტემბერს, მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.

0.126604