ფეხბურთი

16:22 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” მბაპე იოვეტიჩით ჩაანაცვლა

მილანის “ინტერის” შემტევი სტევან იოვეტიჩი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. მართალია, კლუბს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია აღნიშნული ტრანსფერი, თუმცა სოციალურ ქსელში 27 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელის პირად გვერდზე “მონაკოს” მაისურით გადაღებული ფოტოები უკვე გამოქვეყნდა.

ნიშანდობლივია, რომ იოვეტიჩს “მონაკოს” 10-ნომრიანი მაისური აცვია, რომელიც ამ სეზონში კილიან მბაპეს ეკუთვნოდა. ამის გათვალისწინებით, ძნელი სავარაუდო აღარაა, რომ მბაპე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “პარი სენ ჟერმენს” მიაშურებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133863