ფეხბურთი

23:19 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ლივერპულმა” “არსენალი” შეარცხვინა

პრემიერლიგის მესამე ტურის დასკვნით სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. დღის გამორჩეული დაპირისპირება “ენფილდ როუდზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ლივერპული” ლონდონის “არსენალს” დაუხვდა და შავი დღე აყარა.

“ლივერპულმა” მეტოქეს უბრალოდ რომ ვთქვათ – გადაურა. მერსისაიდულმა გუნდმა ოთხი გატანილი გოლი გარდა, პეტრ ჩეხი კიდევ ექვსჯერ ჩართო საქმეში, როდესაც სტუმარ გუნდს 90 წუთის განმალობაში კარიუსის კარის მიმართულებით ზუსტად არ დაურტყამს.

მერსისაიდელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და შეხვედრის ბოლომდე ასევე განაგრძეს. მასპინძლებმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოტა ყურდღებით რომ ეთამაშათ, საერთოდ კატასტროფული სხვაობა აისახებოდა ტაბლოზე, თუმცა თითო ტაიმში ორ-ორი გატანილი გოლი იკმარეს.

ანგარიში მე-17 წუთზე თავური დარტყმით რობერტო ფირმინომ გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს სადიო მანე ჰოლდინგს იოლად გაუსწორდა და ჩეხს შორეულ კუთხეში ჩინებული გოლი გაუტანა. მეორე ნახევარშიც არაფერი შეცვლილა და 57-ე წუთზე სალაჰმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე (ბელერინს მოპარა ბურთი, მთელი მოედანი გაირბინა და ისე გაიტანა) მესამედ აიღო ლონდონელთა კარი, ხოლო ოც წუთში ეგვიპტელი შემტევის გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა დანიელ სტარიჯმა შეირგო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა - 4:0.

კიდევ ერთი ლონდონურ-ლივერპულური ჯახი გაიმართა “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც გამარჯვებულები უკვე დედაქალაქელები გამოვიდნენ. “ჩელსიმ” ორივე გოლის გატანა პირველ ტაიმში მოახერხა: 27-ე წუთზე ალვარო მორატას და სესკ ფაბრეგასის მიერ გათამაშებული კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა, ხოლო მე-40 წუთზე მორატამ თავური დარტყმით შეაგდო – 2:0.

“ტოტენჰემი” “უემბლიზე” “ბარნლის” დაუხვდა და დელე ალის გოლით ბოლო წამებამდე იგებდა, თუმცა მასპინძელთა მცველები ძალიან უყურადღებო თამაშს 92-ე წუთზე ვუდის გოლი მოჰყვა – 1:1.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა “ვესტ ბრომვიჩის” და “სტოკის” დაპირისპირება. მასპინძლები ჯეი როდრიგესის გოლით იგებდენ, მაგრამ “დურგლებს” ქულა შეცვლაზე შემოსულმა პიტერ კრაუჩმა გადაურჩინა.

ჩელსი – ევერტონი 2:0 (2:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა, რუდიგერი, ლუისი, აზპილიკუეტა, კანტე, ფაბრეგასი, მოზესი (კრისტიანსენი 89), ალონსო, პედრო (ბაკაიოკო 75), ვილიანი, მორატა (ბაჩუაი 78).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ევერტონი (3-4-2-1): პიკფორდი, უილიამსი, კინი, იაგიელკა (ლენონი 83), ტ.დევისი (ბეშიჩი 46), გაიე, ბეინსი, ჰოლგეიტი, რუნი, სიგურდსონი, ს.რამირესი (კალვერტ-ლეუინი 62).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (27), 2:0 მორატა (40)
გაფრთხილებები: მოზესი, აზპილიკუეტა – გაიე, რუნი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ვესტ ბრომვიჩი – სტოკი 1:1 (0:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფორსტერი, ჰეგაზი, დოუსონი, ნიომი, ბრანტი, ბერი, ლივერმორი, ჯ.როდრიგესი (ბურკი 88), ფილიპსი (მაკკლინი 74), მორისონი (იაკობი 70), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

სტოკი (3-4-2-1): ბუტლანდი, ზუმა, ინდი, შოუკროსი, ფლეტჩერი, ალენი, პიტერსი, კამერონი (სობი 69), ხესე (კრაუჩი 62), შაქირი, ჩუპო-მოტინგი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ჯ.როდრიგესი (61), 1:1 კრაუჩი (77)
გაფრთხილებები: ჯ.როდრიგესი, რონდონი – პიტერსი, ალენი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ლივერპული – არსენალი 4:0 (2:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, ლოვრენი, მატიპი, მორენო, ჯ.გომესი, ჰენდერსონი, ჩანი (გრუიჩი 84), ვეინალდუმი, მანე (სტარიჯი 74), სალაჰი, ფირმინო (მილნერი 80).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, კოშელნი, ჰოლდინგი, მონრეალი, ჯაკა, რემსი (კოკლენი 46), ჩემბერლენი (ლაკაზეტი 62), ბელერინი, სანჩესი (ჟირუ 62), ოზილი, უელბეკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 ფირმინო (17), 2:0 მანე (40), 3:0 სალაჰი (57), 4:0 სტარიჯი (77)
გაფრთხილებები: ლოვრენი, ჯ.გომესი – უელბეკი, ჯაკა, ოზილი, ჰოლდინგ
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ტოტენჰემი – ბარნლი 1:1 (0:0)

ლონდონი, “უემბლი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ბ.დევისი, ტრიპიერი, დემბელე (დ.სანჩესი 93), დაიერი, სონი (სისოკო 70), ალი, ერიკსენი (ვიკსი 88), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, მი, ტარკოვსკი, უარდი, ლოუტონი, დეფური (ვესტვუდი 81), კორკი, გუდმონდსონი (ვუდი 57), ბრედი, არფილდი, ვოკსი (ბარნესი 57).
მწვრთნელი: შონ დიჩი

გოლები: 1:0 ალი (49), 1:1 ვუდი (92)
მსაჯი: ლი მეისონი

0.159035