ფეხბურთი

12:45 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბილიჩმა სამი წაგების შემდეგ შესაძლოა "ვესტ ჰემი" დატოვოს

ხორვატი სპეციალისტი სლავენ ბილიჩი შესაძლოა "ვესტ ჰემის" მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლონ. როგორც Sky Sports-ს სანდო წყარომ განუცხადა, კლუბის მფლობელები დევიდ სულივანი და დევიდ გოლდი გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან და საკლუბო შესვენების დროს ბილიჩის საქმე განიხილება. ასევე ხორვატს სერიოზული საუბარი მოუწევს ხელმძღვანელობასთან.

"ვესტ ჰემმა" პრემიერლიგა სამი წაგებით დაიწყო. მესამე ტურში გუნდი სტუმრად "ნიუკასლთან" 0:3 დამარცხდა. მანამდე კი ლონდონელებმა "საუთჰემპტონთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" წააგეს. ბილიჩის ხელმძღვანელობით 2015 წლიდან მოყოლებული "ვესტ ჰემმა" 99 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 38 მოიგო, 27 ფრედ დაასრულა, ხოლო 34 მატჩში მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11487