ფეხბურთი

16:10 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “მილანმა” პირობა დადო, რომელიც არ შეასრულა”

“მილანის” ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი მინო რაიოლა კლუბის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, “როსონერიმ” პირობა დადო, რომ მისი კლიენტი “შავ-წითლების” კაპიტანი უნდა გამხდარიყო.

“მოხარული ვარ, რომ დონარუმა “მილანში დარჩა. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, თუმცა არის ერთი რამ, რაც არ მესმის. ბონუჩის კაპიტნობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ კაპიტნის სამკლავური ჩემი კლიენტისთვის უნდა გადაეცათ”, - დაიჩივლა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ კლუბიდან დონარუმას წასვლასთან დაკავშირებით აგორებული ჭორები ნამდვილი სკანდალში გადაიზარდა, რომელიც “როსონერისთან” 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებით მშვიდობიანად დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113153