ფეხბურთი

14:33 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “მესიმ “ბარსელონა” უნდა დატოვოს”

პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ თავისი მოსაზრება გამოთქვა კატალონიის “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის კლუბიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით. რაიოლას თქმით, არგენტინელმა კლუბი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რათა მისი დიდება უფრო განმტკიცდეს.

“მესის კალიბრის ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა შეიცვალოს კლუბი, რათა თავისი დიდება ახალ კლუბში კიდევ ერთხელ დაამტკიცოს.

რაც შეეხება “ბარსელონას”, მას რესტრუქტურიზაცია სჭირდება”, - თქვა რაიოლამ.

არგენტინელმა “ბარსასთან” ახალი შეთანხმება შეაჩერა, რამაც გააძლიერა თეორია იმის შესახებ, რომ ლეო მართლაც ფიქრობს კატალონიის დატოვებაზე.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ სიტი” მესის სანაცვლოდ 300 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

0.119455