ფეხბურთი

12:08 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი მსაჯის შეურაცხყოფისთვის დასაჯეს

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველ მარკო ვერატის საფრანგეთის ლიგა 1-ის უახლოესი სამი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

იტალიელმა ფეხბურთელმა 20 აგვისტოს, “ტულუზასთან” მოგებული მატჩის (6:2) 69-ე წუთზე უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მოედნიდან გასვლამდე კი, გაძევებით გაღიზიანებულმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯს.

მომხდარი ინციდენტი საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და 24 წლის ნახევარმცველი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შედეგად, ვერატი “სენტ ეტიენთან”, “მეცთან” და “ლიონთან” ვერ ითამაშებს.

0.110825