ფეხბურთი

23:59 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სასუოლომ" ბერარდის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

23 წლის შემტევმა დომენიკო ბერარდიმ "სასუოლოსთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

დომენიკო "სასუოლოს" აკადემიის აღზრდილია და "იუვენტუსში" 2013 წელს გადავიდა. ფეხბურთელი მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით მშობლიურ გუნდში თამაშობდა და 2015 წელს "სასუოლომ" თავდამსხმელი დაიბრუნა. გასულ ორ სეზონში ბერარდიმ 56 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. დომენიკოს სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

0.112923