ფეხბურთი

1:45 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტის” ქულა სტერლინგმა გადაურჩინა, რუნიმ მეორასედ გაიტანა (+VIDEO)

პრემიერლიგის მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ეტიჰად სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ სიტი” გაძლიერებულ “ევერტონს” დაუხვდა და ქულის გადარჩენა მატჩის ბოლოს მოახერხა.

შეხვედრა მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა სტუმართა უკანახაზი კარგად თამაშობდა და “ქალაქელებს” ქულის აღებაც კი ძალიან გაუჭირდათ. თამაში “სიტის” უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე კარგი მომენტიც შემქნა. განსაკუთრებით აღსანიშნი სერხიო აგუეროს მომენტია, რომლის დარტყმის შემდეგ ფილ იაგიელკამ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. სამაგიეროდ, საკუთარი შანსი ჩინებულად გამოიყენა უეინ რუნიმ, რომელმაც 35-ე წუთზე ედერსონს ახლო მანძილიდან გაუტანა და პრემიერლიგაში მეორასე გოლი ჩაიწერა აქტივში. ტაიმის ბოლოს მასპინძელთა მდგომარეობა დამძიმდა: 44-ე წუთზე კაილ უოლკერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, “სიტი” მთელი მეორე ნახევრის განმალობაში უტევდა და გათანაბრებას ცდილობდა, რამაც შედეგი მატჩის ბოლოსკენ გამოიღო: 82-ე წუთზე ჰოლჰგეიტმა ბურთი ძალიან ცუდად გამოიტანა და რაჰიმ სტერლინგს დაასვა ფეხზე, რომელმაც მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და მშვენიერი გოლით “სიტის” ქულა გადაურჩინა – 1:1.

მანჩესტერ სიტი – ევერტონი 1:1 (0:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (3-1-4-2): ედერსონი, სტოუნზი (დანილო 65), კომპანი, ოტამენდი, ფერნანდინიო, დ.სილვა, უოლკერი, სანე (ბ.სილვა 69), დე ბრუინი, ჟეზუსი (სტერლინგი 46), აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ევერტონი (3-5-2): პიკფორდი, უილიამსი (კლაასენი 61), კინი, იაგიელკა, ტ.დევისი (სიგურდსონი 61), გაიე, შნეიდერლენი, ჰოლგეიტი, ბეინსი, კალვერტ-ლეუინი, რუნი (ბეშიჩი 90).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 0:1 რუნი (35), 1:1 სტერლინგი (82)
გაფრთხილებები: უოლკერი, კომპანი – შნეიდერლენი, ტ.დევისი, რუნი
გაძევებები: უოლკერი (44) – შნეიდერლენი (88)
მსაჯი: რობერტ მედლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101863