ფეხბურთი

0:40 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: პირველი ტური მშვიდობის გარეშე (VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი მშვიდობიანად არ დაწყებულა – საქმე ისაა, რომ შვიდი შეხვედრა ჩატარდა და ფრე არცერთში დაფიქსირებულა. მეტიც, დღეს გამართულ მატჩათაგან გამარჯვებულმა გუნდებმა საკუთარი კარი მშრალად შეინახეს. ყველაზე შთამბეჭდავი “დორტმუნდი” იყო, რომელმაც სტუმრად ძალიან მარტივად იმარჯვა.

საერთოდ, პეტერ ბოშის გუნდი წელს “ბაიერნის” მთავარი კონკურენტი უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში, ამის საფუძველი ახლა ნამდვილად არსებობს. “ბორუსიამ” დამაჯერებელი სტარტი ვოლფსბურგიდან აიღო, სადაც ადგილობრივ გუნდს პულიშიჩის, ბარტრასა და ობამეიანგის გოლებით ოფლის დაუღვრელად აჯობა. “ვოლფსბურგში” კი როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა და შარშანდელივით ბეწვსი ხიდზე გავლა ელოდება.

ბერლინის “ჰერტამ” “შტუტგარტი” ადვილად დაამარცხა – მეთიუ ლეჩკიემ დუბლი გაიფორმა და დედაქალაქელებმა წარმატებით დაიწყეს სეზონი. “შვაბებს” კი ერთწლიანი პაუზის მერე არცთუ ნაყოფიერი დაბრუნება გამოუვიდათ.

სამაგიეროდ, ჩინებულად დაუბრუნდა ბუნდესლიგას “ჰანოვერი”, რპომელმაც გასვლაზე კერკეტი კაკალი “მაინცი” დაამარცხა – 1:0. გამარჯვების გოლი მარტინ ჰარნიკმა შეაგდო. ავსტრიელი “ჰანოვერში” წამყვანი ფიგურაა და დღესაც დაამტკიცა.

საერთოდ, 1:0 ყველაზე პოპულარული გამოდგა პირველ ტურში: “ჰამბურგმა” “აუგსბურგს” ნიკოლაი მიულერის გოლით აჯობა, ხოლო ანდრეი კრამარიჩმა მიწურულს მოახერხა “ვერდერის” დამარცხება.

დღის ბოლო შეხვედრაში “შალკემ” გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა და ვიცე-ჩემპიონი “ლაიპციგი” პრობლემების გარეშე დაამარცხა. პირველ ტაიმში ნაბილ ბენტალების ზუსტ პენალტს მეორე ნახევარში კონოპლიანკამ სხვაობა გაზარდა – 2:0.

პირველი ტური კვირას ორი მატჩით დასრულდება: “ფრაიბურგი” “აინტრახტს”, ხოლო “გლადბახი” “კიოლნს” უმასპიძლებს.

“ჰამბურგი” – “აუგსბურგი” 1:0 (1:0) VIDEO

ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”

მაყურებელი: 49 449

“ჰამბურგი” (4-2-3-1): მატეინია; დიკმაიერი, პაპადოპულოსი, იუნგი, დრონგელენი; ეკდალი, უოლასი; მიულერი (ჰანტი 15), ჰანი, კოსტიჩი (ვალდშმიდტი 61); ვუდი (შიპლოკი 87)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ფრამბერგერი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, მაქსი; კოო, ბაიერი; შმიდი (ტომი 77), გრეგორიტში (კორდოვა 67), საიუბი; ფინბოგასონი

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

გოლი: 1:0 მიულერი (8)

გაფრთხილება: დრონგელენი (38), პაპადოპულოსი (49), ეკდალი (80), დიკმაიერი (90) – მაქსი (20), გრეგორიტში (28), ჰინტერეგერი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 13 (1) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დანიელ შიბერტი

“ჰერტა” – “შტუტგარტი” 2:0 (0:0)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 44 751

“ჰერტა” (4-4-2): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, რეკიკი, პლატენჰარდტი; ლეჩკიე, სკიელბერგი, დარიდა (ტორუნარიგა 88), კალუ (ჰარაგუჩი 76); ეშვეინი (შტარკი 68), იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

“შტუტგარტი” (4-2-3-1): ცილერი; ზიმერმანი (ბადშტუბერი 67), პავარდი, კამინსკი, აილტონი (აოგო 62); მანგალა, გუნტნერი; ასანო, აკოკო (დონისი (75), ბრეკალო; ტეროდე

მწვრთნელი: ჰანეს ვოლფი

გოლები: 1:0 ლეჩკიე (46), 2:0 ლეჩკიე (62)

გაფრთხილება: ვეიზერი (73), ჰარაგუჩი (78) – ბრეკალო (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 9 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: საშა შტეგერმანი

“ჰოფენჰაიმი” – “ვერდერი” 1:0 (0:0) VIDEO

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 30 150

“ჰოფენჰაიმი” (3-5-2): ბაუმანი; ნირდვეიტი, ვოგტი, ჰუბნერი; ტოლიანი, ბემირბაი, გეიგერი (პოლანსკი 74), ამირი (კრამარიჩი 64), ცუბერი; უტი (გნაბრი 67), სჟალაი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

“ვერდერი” (3-5-2): ბაუერი; სანე, ველიკოვიჩი; გებრე სელასიე, კაინცი (ბარგფრედე 67), ეგეშტეინი (იოჰანსონი 75), დელანი, ლუდვიგი; ბარტლესი (გონდორფი 75), კრუსე

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

გოლი: 1:0 კრამარიჩი (84)

გაფრთხილება: სჟალაი (66) – ბაუერი (26), ეგეშტეინი (78), გონდორფი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 11 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: გვიდო ვინკმანი

“მაინცი” – “ჰანოვერი” 0:1 (0:0) VIDEO

მაინცი, “ოპელ არენა”

მაყურებელი: 28 279

“მაინცი” (4-2-3-1): ადლერი; დონატი (კოდრო 81), ბელი, დიალო, ბროსინსკი; ფრეი, ლატცა; დე ბლასისი, მაქსიმი (ქუაისონი 66), ფიშერი (ოზტუნალი 66); მუტო

მწვრთნელი: სანდრო შვარცი

“ჰანოვერი” (4-4-2): შაუნერი; კორბი, ჰუბნერი, ფელიპე, ოსტრზოლეკი; კლაუსი, ანტონი, შვეგლერი (შმიედებახი 90), კარამანი; ჰარნიკი (ბენშოპი 86), ფელკრუგი (ბაკაკორზი 74)

მწვრთნელი: ანდრე ბრეიტენრეიტერი

გოლი: 0:1 ჰარნიკი (73)

გაფრთხილება: ფრეი (41), ლატცა (76), ბელი (87) – კორბი (11), კლაუსი (21), შვეგლერი (29), ოსტრზოლეკი (45), ბაკალორში (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 6 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 13:1 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ფელიქს ბრიხი

“ვოლფსბურგი” – “დორტმუნდი” 0:3 (0:2) VIDEO

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 30 000

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ვერჰაეგი, კნოხე, უდოკაი, გერჰარდტი; ბაზური (გილავოჯი 59), კამაჩო; ბლაშჩიკოვსკი (დიმატა 43), დიდავი (არნოლდი 69), ჰინდსი; გომესი

მწვრთნელი: ანდრიეს იონკერი

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, ზაგადუ (პასლაკი 78), კასტრო, შაჰინი, გიოტცე (დაუდი 61); პულიშიჩი (კაგავა 86), ობამეიანგი, ფილიპი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

გოლები: 0:1 პულიშიჩი (22), 0:2 ბარტრა (27), 0:3 ობამეიანგი (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (0) – 13 (5) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 7:0

მსაჯი: რობერტ ჰარტმანი

“შალკე” – “ლაიპციგი” 2:0 (1:0)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 61 435

“შალკე” (3-4-3): ფერმანი; კერერი, ნალდო, ნასტასიჩი; კალიჯური, ბენტალები, გორეცკა, ოცზიპკა; ჰარიტი (მაკენი 78), დი სანტო (რესე 63), კონოპლიანკა (მეიერი 89)

მწვრთნელი: ჯოვანი ტედესკო

“ლაიპციგი” (4-4-2): გულაჩსი, კლოსტერმანი, ორბანი, უპემეჩანო, ჰალსტენბერგი (ფორსბერგი 46); ზაბიცერი, ლაიმერი (ოგუსტინი 76), ილსანკერი, კეიტა; ვერნერი, პოულსენი (ბრუმა 75)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 1:0 ბენტალები (43, პენ), 2:0 კონოპლიანკა (73)

გაფრთხილება: მაკენი (86), ბენტალები (90) – ჰალსტენბერგი (34), კეიტა (47)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 12 (3) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

თეგებიბუნდესლიგა
0.486686