ფეხბურთი

21:10 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბარძალი: “ბონუჩის გარეშე თამაში უცნაური იყო”

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელმა მცველმა, ანდრეა ბარძალიმ TVJ-სთან ყოფილი თანაგუნდელის, ლეონარდო ბონუჩის შესახებ ისაუბრა. როგორც გამოცდილმა მცველმა აღნიშნა, პირველი თამაში ბონუჩის გარეშე მისთვის უცნაური იყო.

“მენატრება თუ არა BBC? პირველი დღე საოცრად უცნაური იყო. ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვთამაშობდით მხარდამხარ. ბევრი გამარჯვება მოგვიპოვებია. ლეო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და თანამედროვე ფეხბურთისათვის. მის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ძალიან ცუდად შეხვდნენ. მე მესმის, თუმცა ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება”, - თქვა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია A “იუვენტუსი” “კალიარის” მატჩით გაიხსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112467