ფეხბურთი

10:30 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" ლიგა 1-ის რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა "მონაკომ" "მეცი" რადამელ ფალკაოს გოლით დაამარცხა და ლიგა 1-ის რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ ლეონარდო ჟარდიმის გუნდი ისტორიაში პირველია, რომელმაც ლიგა 1-ში ზედიზედ 15 მატჩის მოგება შეძლო. "თავადების" დიდებული სერია ჯერ კიდევ გასული სეზონიდან იწყება.

25 თებერვალს "მონაკომ" სტუმრად "გენგამი" 2:1 დაამარცხა და იქედან მოყოლებული საფრანგეთის ჩემპიონატში ქულა არ დაუკარგავს. ბოლოს "მონეგასკებმა" 17 თებერვალს "ბასტიას" ვერ მოუგეს (1:1).

მიმდინარე სეზონში "მონაკომ" სამ შეხვედრაში 9 ქულის მოპოვება შეძლო და ლიგა 1-ის ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11783