სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:38 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტიკი-ტაკადან “ლა მასიამდე”: “ბარსელონა” გვირაბში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, უთქვამთ, და ამ შემთხვევაში საფეხბურთო შემოდგომა გაზაფხულია, მაგრამ გასული სეზონის და მიმდინარე ზაფხულის მიხედვით შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ ბოლო ათწლეულის გამორჩეული გუნდის, “ბარსელონას” დიდება წარსულის მონაპოვარი გახდა. ფაქტია, “ბლაუგრანა” ისეთი მრისხანე ვეღარაა და ისიც ფაქტია, რომ გუნდში უამრავი პრობლემაა.

“ბარსას” გულშემატკივრები მთავარ პრობლემას ხელმძღვანელობაში ხედავენ და ხოსეპ ბარტომეუს დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ. ბუნებრივიცაა, რადგან სხვა პრობლემებთან ერთად, კატალონური გრანდი სატრანსფერო ბაზარზეც ვეღარ ვარგობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, “კამპ ნოუზე” სათამაშოდ ისეთი ფეხბურთელები აღარ მიდიან, რომლებიც დღევანდელ ფეხბურთში ამინდს ჰქმნიან. ეს არ დაწყებულა არც გუშინ და არც დღეს.

საკმარისია ბოლო წლების სტარანსფერო პოლიტიკას გადავხედოთ და აღმოვაჩენთ, რომ “ბარსას” ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი 2014 წლით თარიღდება – მაშინ კატალონიაში “ლივერპულიდან” ლუის სუარესი მივიდა, ხოლო ერთი წლით ადრე ნეიმარის ტრანსფერი შედგა. იმ ნეიმარის, რომელიც უკვე სხვა ბანაკშია, იმ ნეიმარის, რომლის სანაცვლოდაც “ბარსელონამ” 222 მილიონი (!) ევრო მიიღო. წესით, როდესაც “ბარსელონა” გქვია და როდესაც 222 მილიონი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გაყიდვით გიჩნდება, არ უნდა გიჭირდეს შემცვლელის პოვნა, მაგრამ...

მაგრამ თავიდან ის ვთქვათ, რომ დღეს ნეიმარის უმტკივნეულოდ შეცვლა წარმოუდგენელია, გინდ ასე ვთქვათ, გინდ – ისე. ფაქტია, რომ ბრაზილიელის კალიბრის ფეხბურთელები დღევანდელობაში თითქმის აღარ არიან, ან თუ არიან, ან ლეო მესია (ისედაც “ბარსაშია), ანაც კრიშტიანუ რონალდუ. თუმცა, 222 მილიონი ნამდვილადაა ის თანხა (მიუხედავად დღევანდელ რეალობაში ტრანსფერების გიჟური ღირებულებებისა), რომლითაც ნამდვილად შეიძლება კარგი გუნდის დაყენება, თუმცა... თუმცა, “ბარსელონამ” პაულინიო გაიფორმა. ამას საფეხბურთო სამყარო ირონიით შეხვდა. არავინ იცის, იქნებ გაამართლოს კიდეც ამ ნაბიჯმა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთის სუპერლიგიდან გადმობირებული ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც, სხვათა შორის, ევროპაში ერთხელ უკვე ვერ გაამართლა, კითხვებს ბადებს და თანაც ძალიან ბევრს! ეგეც არ იყოს, ნეიმარის წასვლის წუთიდან არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა: უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო, პაულო დიბალა... ამ უკანასკნელის კატალონიაში გადასვლა მალევე გამოირიცხა, ხოლო პირველ ორთან, მავანთა თქმით, “ბარსა” ძალიან ახლოსაა, თუმცა, ესეც ეჭვს ბადებს: ფაქტია, რომ “ბარსელონას” სატრანსფერო პოლიტიკა ვერ მუშაობს საათივით.

და მაინც, რაშია მთავარი პრობლემა? 2013 წლის ზაფხულში “ბარსელონა” პეპ გვარდიოლამ დატოვა და ნათელი იყო, რომ ეს ადრე თუ გვიან თავს იჩენდა. ასეც მოხდა, “ბარსას” ე.წ. ტიკი-ტაკა წარსულს ჩაბარდა და დროთა განმავლობაში გუნდის სათამაშო სტილი, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა “ლურჯ-წითლებს”, წარსულმა შთანთქა. 2013-2014 წლების სეზონიც სრულად ჩავარდა – “ბარსა” უტიტულოდ დარჩა, ხოლო მადრიდის “ატლეტიკო” ესპანეთის ჩემპიონი უშუალოდ “კამპ ნოუზე” გახდა. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგაშიც სწორედ “როხიბლანკო” გამოდგა ის გუნდი, რომლის ბარიერიც კატალონელებმა იმ სეზონში ვერ დაძლიეს. ამას მოჰყვა ლუის ენრიკეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა და ლუის სუარესის ხმაურიანი ტრანსფერი, რამაც “ბარსელონა” საფეხბურთო მწვერვალზე მალევე დააბრუნა: გუნდმა პირველივე ცდაზე “ტრიპლეტი” შეასრულა და თითქოს ყველა კითხვის ნიშანიც გაქრა, მაგრამ კატალონელთა თავზე მალე ისევ მოიღრუბლა.

აქვე, საინტერესოა გავიხსენოთ “ბარსელონას” ტრანსფერები 2012 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ გუნდში რომელიღაც კონკრეტული მექანიზმი აშკარად ვერ მუშაობს:

იბრაჰიმ აფელაი, ნეიმარი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ტომას ვერმალენი, ჟერემი მატიე, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი, ალეიშ ვიდალი, არდა თურანი, სამუელ უმტიტი, ანდრე გომეში, პაკო ალკასერი, ნელსონ სემედუ და ახლა უკვე პაულინიო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიმარისა და სუარესის გარდა ზემოხსენებულ ფეხბურთელთაგან “კამპ ნოუზე” დიდი კვალი ამ დროისთვის არავის დაუტოვებია. კი, მართალია, ტერ შტეგენი, უმტიტი და რაკიტიჩი დღესაც ძირითადი შემადგენლობის წევრებად მოიაზრებიან, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

გარდა სატრანსფერო პოლიტიკის სრული კრახისა, რამდენიმე წელია, ვეღარც კანტერა ვარგობს, ასე სახელგანთქმული “ლა მასია”. დიდი მსჯელობა და მიხვედრა არ სჭირდება იმ ამბავს, რომ “ბარსელონას” ოქროს ხანის მთავარი შემოქმედნი სწორედ აკადემიიდან წამოსული ბიჭები იყვნენ. იყო დრო, როდესაც “ბარსელონას” რიგებში ამინდს ერთდროულად კარლეს პუიოლი, ვიქტორ ვალდესი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ჟერარ პიკე, ტიაგო ალკანტარა, პედრო და ლიონელ მესი ქმნიდნენ. ნებსით თუ უნებლიედ, “ლა მასიამ” მთავარი გუნდის ხარისხიანად შევსება შეწყვიტა. ზემოხსენებულ ფეხბურთელთაგან ახლა “ბარსაში” მხოლოდ ინიესტა, პიკე და მესი ირიცხებიან. ნათელია, რომ ამათგან პირველი ორის კარიერის საუკეთესო წლები ჩავლილია, არგეტინელი კი, ჯერაც რჩება “ბარსელონას” მთავარ მამოძრავებელ ძალად და იმედად. ახალი პუიოლი მარკ ბარტრა ვერ გამოდგა, ვერც მარტინ მონტოიაა ჟერარ პიკე, დენის სუარესი - ჩავი და სერხი რობერტო - ანდრეს ინიესტა. არც ჟერარ დეულოფეუ აღმოჩნდა ახალი ჯოკერი, თუნდაც ახალი პედრო. მოკლედ, ყველა პრობლემას მთავარიც დაემატა – “ლა მასიას” კრიზისი.

დღეს კი, ყველაფრის ფონზე, “ბარსელონას” ძირითადი ბირთვი უკვე არასაფეხბურთო ასაკს ან მიუახლოვდა, ანაც უკვე მიაღწია გარკვეულ ნიშნულს. კიდევ ერთი ნიუანსად იმის დასახელებაც შეიძლება, რომ გუნდში არცთუ ჯანსაღი ატმოსფეროა. ამის ნიშნები ჯერ კიდე ერთი წლის წინ, დანი ალვეშის წასვლისას გამოჩნდა. ბრაზილიელმა “ბარსა” ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა და რამდენიც დაკარგა ამით კატალონიურმა გრანდმა, გასულმა სეზონმა კარგად გამოაჩინა. მიუხედავად ასაკისა, ალვეში დღესაც უკონკურენტოა თავის პოზიციაზე, ხოლო ალეიშ ვიდალმა და სერხი რობერტომ ის ღირსეულად ვერ შეცვალეს. დაახლოებით იგივე მოხდა ნეიმარის შემთხვევაშიც. არავინ იცის, დატოვებდა თუ არა გუნდს სამხრეთამერიკელი, შიდა სამზარეულოში ყველაფერი რიგზე რომ ყოფილიყო.

მოკლედ, პრობლემა ბევრი დაგროვდა. ალბათ, ყველაზე მართლები გულშემატკივრები არიან და შესაძლოა, ყველაფრის ამოსავალი წერტილი გუნდის სათავეში იყოს.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.135991
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X