სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:33 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

როსტიაშვილი ცსკა-ს ამბავზე: "წამოსვლაზე არც ვფიქრობ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“შევარდენი 1906”-ის თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი მოსკოვის ცსკა-ში სინჯებზეა. ეს ამბავი ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან საქართველოს მესამე ლიგის გუნდიდან რუსულ პრემიერლიგაში მოხვედრა არც ისე მარტივია.

WORLDSPORT.GE როსტიაშვილს დაუკავშირდა და მიმდინარე მოვლენებზე გაესაუბრა. როგორც თავად ქართველმა ფეხბურთელმა გვითხრა, სინჯები გრძელდება და არაფერს გამორიცხავს – არც გუნდში დატოვებას და არც უკან, საქართველოში დაბრუნებას.

- რა მოხდა, როგორ მიგიწვიათ ცსკა-მ სინჯებზე?

- ლატვიის ერთ-ერთ გუნდში (“სპარტაკსი” – ავტ) ვთამაშობდი და ჩემმა ყოფილმა მწვრთნელმა გამიწია ცსკა-ში რეკომენდაცია. ასე მოვხვდი სინჯებზე.

- მთავარ გუნდთან ერთად ვვარჯიშობთ?

- ბოლო პერიოდში დუბლებთან ერთად, რადგან მთავარმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა შვეიცარიაში, ხოლო ახლა საპასუხო მატჩისთვის ემზადება. ჩემს გარდა, დუბელბში ვარჯიშობს ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არაა შეყვანილი. ისე, სინჯებზე მთავარი გუნდიდან ვარ მიწვეული, თუმცა ჯერჯერობით ერთი და ისიც მსუბუქი ვარჯიში ჩავატარე მათთან ერთად.

- სინჯები როდემდე გაგრძელდება?

- წესით, გუშინ უნდა გამოვფრენილიყავი საქართველოში, მაგრამ გადაიფიქრეს. თავიდან ასეთი შეთანხმება იყო და პასუხს საქართველოში უნდა დავლოდებოდი, მაგრამ გეგმები როგორც ჩანს, შეიცვალა. მითხრეს, კიდევ რჩებიო. კონკრეტულად როდემდე გაგრძელდა სინჯები პასუხი არ მაქვს – ეს ჩემზე აღარაა დამოკიდებული და სიმართლე გითხრათ, წამოსვლაზე არც კი ვფიქრობ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენადაა შანსი იმისა, რომ ცსკა-მ კონტრაქტი გაგიფორმოს?

- სულ სამი შანსი არსებობს: იდეალურ შემთხვევაში ცსკა-მ ამიყვანოს, კარგ შემთხვევაში ამიყვანოს, მაგრამ იჯარით სხვა გუნდში გამიშვას და უარეს შემთხვევაში უარი მითხრან. სამივე ვარიანტს ერთნაირად რეალურად განვიხილავ.

- ფიზიკურად არ გაგიჭირდათ? – საქართველოს მესამე ლიგის მომზადებასა და ცსკა-ს შორის ხომ სხვაობა დიდი იქნება...

- კარგი კითხვაა; ჩემი ორგანიზმი ვერ ხვდება რა ხდება მის თავს... მთელი დღის განმავლობაში ერთადერთი, რასაც ვახერხებ ვარჯიშია და ოთახიდან ვერც გავდივარ. ისეთი ფიზიკური დატვირთვებია, სიტყვებით გადმოცემა მიჭირს.

- სამწვრთნელო შტაბზე როგორი შტაბეჭდილება დატოვეთ?

- გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში ჩავატარე და საწვრთნელი პროცესის დროს და მას მერეც მივიღე დადებითი შეფასებები.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109863
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X