ფეხბურთი

20:16 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანაიამ საფრანგეთში კლუბი კვლავ შეიცვალა

27 წლის ქართველმა მცველმა ამირან სანაიამ საფრანგეთში კლუბი შეიცვალა. ისვ ნაციონალ 1-ში (რანგით მესამე) ითამაშებს, ამჯერად "როდეზში".

სანაიას ფეხი ჰქონდა ნატკენი და ოპერაციაც დასჭირდა, თანაც, არაერთხელ. ტრავმებმა ძალიან შეუშალა ხელი, რათა უკეთესი კარიერა აეწყო. ამირანი საქართვლოში "გაგრასა" და "ზესტაფონში" ირიცხებოდა. 18 წლის ასაკში გადავიდა ფრანგულ "ლემანში" და მას შემდეგ, სულ ფრანგულ კლუბებშია: "ბასტიაში", "ლიუზენაკში", "პარისში", "ლეზ ერბიეში", იყო, ახლა კი "როდეზში".

ამირან სანაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა. კლაუს ტოპმიოლერისა და ექტორ კუპერის მწვთნელობის დროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113696