ფეხბურთი

22:35 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის სანჩესი “არსენალსთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

ლონდონის “არსენალის” ფორვარდი ალექსის სანჩესი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ამის შესახებ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ჩილელი “ემირეითს სთედიუმზე” კონტრაქტის ბოლომდე, 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“ამ დროისთვის სანჩესის ახალ კონტრაქტზე პროგრესი არ გვაქვს. იგი ჩვენთან დარჩება ხელშეკრულების ბოლომდე და ვემზადებით ახალი სეზონისთვის. სამწუხაროა, რომ იგი “არსენალს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, მაგრამ ამ სიტუაციაში სხვა არაფერია შესაძლებელი”, - აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, ალექსის სანჩესი “არსენალს” 2014 წელს “ბარსელონადან” შეუერთდა. ჩილელ შემტევს მიმდინარე ზაფხულს ყველაზე მეტად “პარი სენ ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტის” უკავშირებდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, “არსენალი” მზადაა იგი კონტრაქტის ბოლომდე შეინარჩუნოს და შემდეგ გუნდიდან კომპენსაციის გარეშე გაუშვას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110811