ფეხბურთი

10:29 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მეტისმეტია"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კრიშტიანუ რონალდუს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით გაბრაზებულია. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება მისთვის აუხსნელია.

გარდა ამისა, “ზიზუ” მიიჩნევს, რომ მის გუნდს ესპანეთის სუპერთასი ჯერ არ მოუგია და “ბარსელონას” შესწევს ძალა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბოლომდე იბრძოლოს.

“ძალიან გაბრაზებული ვარ და არამხოლოდ მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ვხედავ, რომ იქ რაღაცები ხდება, რომელიც არ მესმის. 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალიან ბევრია.

ყველაფერი შესაძლებელია – “ბარსა” კარგი გუნდია და შეუძლია პრობლემები შეგვექმნას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, კარგი შეხვედრის ჩატარებაზე და მოსაგებად გავიდეთ მოედანზე. ძალიან რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდებით”, - აღნიშნა მატჩამდე ზიდანმა.

შეგახსენებთ, “ბარსელონასა” და “რეალის” პირველ თამაშში კრიშტიანუ რონალდუმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. გაძევების ეპიზოდში პორტუგალიელმა მსაჯს ხელი ჰკრა, რის გამოც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 17 აგვისტოს, თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109037