ფეხბურთი

22:44 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილმა ისევ გაიტანა: ჩემპიონობაც შორს არაა

ზაქარია ბეგლარიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა ესტონეთის ჩემპიონატში და ერთი საგოლ პასიც მიითვალა. "ფლორამ" გასვლაზე 3:0 მოუგო "კალევს", ქართველმა ნახევარმცველმა კი მე-80 წუთზე პენალტი შეაგდო.

ეს ბეგლარიშვილის მე-13 გოლია სეზონში (22 მატჩში). "ფლორა" 24 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია: 20 მოგება და 4 ფრე აქვს. გუნდი 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

ბეგლარიშვილი ესტონეთის სამგზის ჩემპიონია, ორჯერ თასი მოიპოვა და ოთხჯერაც - სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112565