ჭიდაობა

12:50 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა მსოფლიოს განაცხადი შეავსეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობები დაასახელეს. 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 21-26 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს. პირველ ორ დღეს საპრიზო სამეულები ბერძნულ-რომაულში შეივსება. შემდეგ, ორი დღით ხალიჩები ქალებს დაეთმობათ. 25-26 აგვისტოს კი მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ.

ფრანგული განაცხადი ორივე ნაკრების თავკაცმა ძირითადად, თბილისის საერთაშორისო ტურნირის – კარტოზია-ბალავაძის მემორიალის შედეგების გათვალისწინებით შეავსო. თავისუფალთა დამრიგებელმა გიორგი იანტბელიძემ არჩევანი ოთხ წონით კატეგორიაში გააკეთა. დარჩენილ ოთხში კი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მედალოსნებს: ბექა ლომთაძეს (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილსა (65 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) ადრიანადვე დაუბევა ადგილი.

ბერძენ-რომაელთა დამრიგებელმა ბექა როყვა კი საფრანგეთში ნაკრების ყველაზე გამოცდილ და ტიტულოვან წევრს – ზურაბ დათუნაშვილსაც იახლებს, რომლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლაც ერთხანს კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე კი ამჯერად ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 71 კილოგრამში იჭიდავებს.

საქართველოს ნაკრები

ბერძნულ-რომაული

59 კგ - ლაშა მარიამიძე

66 კგ - გოგა გოგიბერაშვილი

71 კგ - შმაგი ბოლქვაძე

75 კგ - მინდია წულუკიძე

80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი

85 კგ - რობერტ კობლიაშვილი

98 კგ - რევაზ ნადარეიშვილი

130 კგ - ლევან არაბული

თავისუფალი

57 კგ - ბექა ლომთაძე

61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

65 კგ - ზურაბ იაკობიშვილი

70 კგ - ზურაბ ერბოწონაშვილი

74 კგ - ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ - დავით ხუციშვილი

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113155