ფეხბურთი

0:35 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეგული “გალათასარაის” ფეხბურთელია

ალჟირის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სოფიანე ფეგული კარიერას “გალათასარაიში” განაგრძობს. სტამბოლური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის შემტევი ნახევარმცველი “ტელეკომ არენაზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

“ვესტ ჰემმა” სოფიანეს სანაცვლოდ 4.25 მილიონი ევრო მიიღო. ის ლონდონურ კლუბში გასულ ზაფხულს “ვალენსიადან” გადავიდა და “ჩაქუჩების” მაისურით გამართულ 28 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115345