ფეხბურთი

21:20 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი და “რეალი” კონტრაქტს ახანგრძლივებენ

მადრიდის “რეალი” და ზინედინ ზიდანი თანამშრომლობას განაახლებენ. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი უახლოეს დღეებში კლუბთან კონტრაქტს 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და ყოველ სეზონში ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს.

აღნიშნული ინფორმაცია უკვე თავად ზიზუმაც დაადასტურა:

“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის ნდობის ნიშანი და ეს ნიშნავს, რომ სამუშაოს კარგად ვასრულებ”, - განაცხადა 45 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანმა “რეალი” 2016 წლის იანვარში ჩაიბარა და 1,5 წელიწადში 6 ტიტული მოაგებინა: ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ამდენჯერვე ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104798