ფეხბურთი

0:49 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" "გენერალი" გაანათხოვრა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ტომას რინკონი თანაქალაქელ “ტორინოში” გაანათხოვრა. ამის შესახებ ორივე ტურინული გუნდი ოფიციალურად იტყობინება. “ხარებს” ერთი წლის შემდეგ ვენესუელელი ფეხბურთელის გამოსყიდვაც შეეძლებათ.

“ელ გენერალი” (რინკონის მეტსახელი – რედ), “იუვენტუსში” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა “ჯენოადან”, მაგრამ “ბებერი ქალბატონის” რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104451