ფეხბურთი

11:51 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაფა მარკესს ნარკოტიკებით ვაჭრობა ბრალდება

მექსიკური ფეხბურთის ლეგენდას რაფაელ მარკესს ბრალი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ედება. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ნარკოტიკებით მოვაჭრეთა დაჯგუფებაა გამოვლენილი, რომელშიც 22 ადამიანი შედის და მათ შორის ერთ-ერთი კატალონიის “ბარსელონას” ექსფეხბურთელია.

როგორც ცნობილი ხდება, 38 წლის მოთამაშეს კრიმინალური დაჯგუფების მიერ ნარკოტიკების მექსიკიდან აშშ-ში შეტანის პროცესის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. მის სახელს რაულ ფლორეს ერნანდესს უკავშირებენ, იგივე ფლორეს კლანს.

ჯერჯერობით უცნობია გამოძიების სხვა დეტალები და რა ბედი ეწევა ვეტერან მექსიკელს, რომელიც ამჟამად სამშობლოში “ატლასის” ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რაფა მარკესს სხვა და სხვა დროს “მონაკოს”, “ბარსელონას”, “ნიუ-იორკ რედ ბულის”, “ლეონისა” და “ვერონას” რიგებში უთამაშია. მექსიკის ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 1997 წლიდან მოყოლებული 143 შეხვედრაა და 19 გოლია.

0.1178